ქართულ ამერიკული ბიზნეს ასოციაციის წევი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ის ფიზიკური პირი ან კომპანია (იურიდიული პირი), რომელიც საქმიანობს ამერიკის შეერთებულ შტატებში ან საქართველოში და რომლიც იზიარებს ქართულ ამერიკული ბიზნეს ასოციაციის, მიზნებს და ფასეულობებს;
ასოციაციის წევრობა შესაძლებელია საქართველოში და ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ბიზნეს ორგანიზაციებისთვის, ნონ პროფიტ ორგანიზაციებისთვის და ასევე ფიზიკური პირებისთვის.
ასოციაციის ყველა წევრი სარგებლობს თანაბარი უფლებებით და უპირატესობებით. ასოციაციაში გაწევრიანებისთვის საჭიროა შესაბამისი პროცედურის გავლა, რომელიც ხორციელდება სამ ეტაპად:
- ასოციაციის წევრობის განაცხადის ფორმის შევსება და ასოციაციაში წარდგენა;
- დირექტორთა საბჭო განიხილავს შევსებულ წევრობის განაცხადის ფორმას და 60 დღის ვადაში გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება დაინტერესებულ კომპანიას;
- დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, პოტენციური წევრი, ფიზიკური პირი კომპანია GABA ს წევრობის შეთანხმებას და დაუყონებლივ იხდის, წევრობის სარეგისტრაციო ერთჯერად მოსაკრებელს 200$ ოდენობით;
- საწევრო მოსაკრებლის კალენდარული წელი განისაზღვრება 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე;
- სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის მომენტიდან წევრობის კანდიდატი იძენს GABA ს წევრის სტატუს და წევრი ვალდებულია წლიურ საწევრო გადაიხადოს წევრად გხდომის დღიდან 20 კალენდარულ დღეში.
- საწევრო გადასახადის გადახდის ორი ფორმა არსებობს 1. წლიური ერთიანი გადახდით და წლიური გადასახადის ყოველთვიური გადახდით რა სემთხვავში გადასახადის ოდენობა განსხვავდება;